FC Spaeri

ასაკობრივი გუნდები

სპაერის საფეხბურთო სკოლის საქმიანობა სრულად მიმართულია ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარებაზე, რომელიც მიზნად ისახავს

ბავშვებისათვის შეიქმნას ფეხბურთის ხელმისაწვდომობა, გაიზარდოს საფეხბურთო ღონისძიებებში ჩართულ მოზარდთა მასობრიობა და ასევე გაიზარდოს საფეხბურთო სკოლაში ჩარიცხული მოსწავლეების რაოდენობა.

შეიქმნას ისეთი საფეხბურთო იფრასტრუქტურები, სადაც ასაკობრივ ჯგუფებში ჩარიცხული ფეხბურთელები სასიამოვნო გარემოში იგრძნობენ თავს, მათ ექნებათ სრული სპორტული აღჭურვილობა და საფეხბურთო ინვენტარი.

უმნიშვნელოვანესია ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების სპორტული მიმართულება იყოს განვითარებული და შეესაბამებოდეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამწვრთნელო ლიცენზირების სწავლებებში მითითებულ მთავარ ძირითად პრინციპებს, სადაც უზრუნველყოფილი იქნება ორგანიზაციის დამოუკიდებლობა რიგ საკითხებთან მიმართებაში.

ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების პროგრამის განხორციელება, კვალიფიციური პერსონალის და მწვრთნელების ჩართულობის გარეშე წარმოუდგენელია და აღნიშნულიდან გამომდინარე უმნიშვნელოვანესია მომუშავე პერსონალის და განსაკუთრებით მწვრთნელების კვალიფიკაციის ამაღლებაზე სისტემატიური ზრუნვა.

სავარჯიშო პროცესის დროს საფეხბურთო სკოლის მოსწავლეებისათვის ხელშეწყობას, ისე რომ არ მოხდეს სასკოლ განათლების შეფერხება.

პროფესიონალურ კლუბ(ებ)თან თანამშრომლობას, ბავშვთა ფეხბურთის განვითარების მიმართულებით.

აფგ პროგრამის ხელმძღვანელი

ახალგაზრდული გუნდების მწვრთნელები

ახალგაზრდული გუნდების ექიმი

Scroll to top