საფეხბურთო კლუბი სპაერი

კლუბი “სპაერი” 2017 წელს თბილისში, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის (სდსს) ბაზაზე ჩამოყალიბდა. კლუბის სახელიც სწორედ სამსახურის სახელწოდებიდან მომდინარეობს.

თავდაპირველად, გუნდი დაკომპლექტებული იყო სამსახურის თანამშრომლებით და სამოყვარულო დონეზე, საქართველოს რანგით მე-5 ლიგაში ასპარეზობდა. თუმცა, კლუბის მენეჯმენტისა და ფეხბურთელების ამბიცია გაცილებით დიდი იყო. ეტაპობრივი და სწორი განვითარების შედეგად, “სპაერი” სამოყვარულო კოლექტივიდან სრულად პროფესიულ კლუბად გარდაიქმნა.

ისტორიული პროგრესი